სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 521 კმ²
მოსახლეობა - 52300
ვებ-გვერდი: www.senaki.ge


სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

სენაკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 52 170 ჰა-ს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მარტვილის, სამხრეთით ლანჩხუთის, სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაშის და დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტები. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13.80C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4.9 0C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, კი +23. 0C .წელიწადში აქ საშუალოდ 1 620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარში.
მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქია და 62 სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 51 710 კაცს, აქედან ქალაქად დასახლებულია 26 900 კაცი, მათ შორის 7 120 დევნილია. სოფლად ცხოვრობს 24 800კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 99 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) აღემატება.
მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მცირე მეწარმეობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, სხვა) და მრეწველობა (ხალიჩების ფაბრიკა, რკინა-ბეტონის კომბინატი, აგურის ქარხანა, სხვა). სენაკის მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების 2010-2011წლის გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, რეკრეაციული ზონების ამუშავება თერმული წყლების გამოყენებით და ტურიზმი.


ბრძანება "სენაკის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან