საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 973 კმ²
მოსახლეობა - 47300
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge/sachkhere 

საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

საჩხერის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის რეგიონში, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 77 200 ჰა. რელიეფი აქ საშუალო და დაბალმთიანია. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი განლაგებულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი კი - იმერეთის მაღლობზე. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დაახლოებით 17 380 ჰექტარი უჭირავს, რაც საერთო ფართობის 22.5%–ია, დაახლოებით 60 000 ჰა (78%) კი ტყეებითაა დაფარული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ყვირილა და მისი შენაკადები: ძირულა, დუმალა, ჯრუჭულა, ჩიხურა, ლაშურა, ფრონე. საჩხერის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ონის, ამბროლაურის, ხარაგაულის, ჭიათურას და ხაშურის მუნიციპალიტეტები, ასევე ცხინვალის რეგიონი.
მუნიციპალიტეტში შედის 51 სოფელი და ერთი ქალაქი, საჩხერე, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 48 100 ადამიანს. აქედან ქალაქად ცხოვრობს დაახლოებით 10 000 კაცი, სოფლად კი - 38 000 კაცი, ანუ მოსახლეობის 79%. მუნიციპალიტეტის ერთ სოფელზე საშუალოდ 745 მცხოვრები მოდის. მოსახლეობის სიმჭიდროვე 62 კაცი/კმ2 -ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) უტოლდება.
მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მცირე მეწარმეობა და უცხოეთში ემიგრირებულთა მიერ ფულადი გზავნილები.
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგინა 18 255 000 ლარი. მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს მრეწველობა, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა და განვითარების სტრატეგია 2017 წლამდე, რომელთა მიხედვითაც ეკონომიკური დარგებიდან პრიორიტეტულად ითვლება სოფლის მეურნეობა, ასევე მრეწველობის განვითარება არსებული ბუნებრივი რესურსების ბაზაზე. განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ავეჯის წარმოების განვითარება მუნიციპალიტეტის ტყის რესურსების ბაზაზე.


ბრძანება "საჩხერის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან