ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1712 კმ²
მოსახლეობა - 8500
ვებ-გვერდი: 


ონის მუნიციპალიტეტის არსებული მდგომარეობის აღწერა 

ონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში და შეადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 135 940 ჰა–ს. მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო მიწებს უკავიათ 47 409 ჰა, რაც მთლიანი ტერიტორიის 30%-ია. ონის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით ამბროლაურისა და ლენტეხის, სამხრეთით საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ყაბარდო- ბალყარეთისა და ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკები. ფართობი 1359.4 კმ². ცენტრი ქალაქი ონი. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 64 სოფელია. მუნიციპალიტეტში სულ 65 დასახლებაა, 64 სოფელი და ერთი ქალაქი ონი, რომელიც მდებრეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 830 მ-ზე. ქალაქი ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.
ონში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10°C-ია, წლის ცივი თვის, იანვრის ტემპერატურაა - 1°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის, 20.4°C, აბსოლუტური მინიმალური - (-)27°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 1 000-1 100 მმ-ია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით 8 300 კაცია, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა 50 %–ით შემცირდა. ქალაქ ონში 3 150 მცხოვრებია, სოფლად ცხოვრობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60 (5 150 კაცი) მოსახლეობის სიმჭიდროვე 6 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) 10-ჯერ ჩამოუვარდება.
ონის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 5 199 202 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი სექტორებია: ბუნებრივი რესურსები, ქონების გადასახადები და საკურორტო ინფრასტრუქტურა. სამუშაო ჯგუფის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი წელიწადში 1500–1800 ლარს შეადგენს. ონის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი სექტორები წარსულში იყო მინერალური წყლების ჩამოსხმა, ბარიტის წარმოება, ადგილმრეწველობის საწარმოები, სატრანსპორტო სამსახურები, სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობის ფერმები) და სამკერვალო ფა–კა. მაგრამ შემოსავლის ძირითადი სექტორები რადიკალურად შეიცვალა, რაც ქვეყანაში სოციალური და ეკონომიური ფორმაციის შეცვლამ განაპირობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის უზრუნველყოფა ძირითადად გამოთანაბრებითი ტრანსფერებით ხდება.

 

ბრძანება "ონის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"

 



უკან