მესტიის მუნციპალიტეტი

მესტიის მუნციპალიტეტი მესტიის მუნციპალიტეტი

ფართობი -  3045 კმ²
მოსახლეობა - 14500
ვებ-გვერდი: www.mestia.ge 


მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

მესტიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, რომლის ფართობი შეადგენს 304 450 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 94 000ჰა უკავია, რაც მთლიანი ტერიტორიის 31%-ია. ტყეს კი ტერიტორიის დაახლოებით 46% უკავია. მესტიის ადმინისტრაციულ ერთეულს აღმოსავლეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთით - დიდი კავკასიონის ქედი და რუსეთის ფედერაცია( ყაბარდო-ბალყარეთი) , სამხრეთით წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი აფხაზეთი. მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მისი ჰიფსომეტრიული სიმაღლე 800-იდან 3600 მეტრამდეა. მუნიციპალიტეტი მცირემიწიანია. იგი საქართველოს ყველაზე უფრო მაღალმთიან კუთხეს წარმოადგენს. ტერიტორიულ ერთეულში გვხვდება ნიადაგის ორი ტიპი; ტყისა და მთა-მდელოს ნიადაგები. ტყის ნიადაგები უმთავრესად ტყის ყომრალი ნიადაგებითაა წარმოდგენილი, რომელიც გამოყენებულია მიწათმოქმედებისათვის, (მემინდვრეობა, მეკარტოფილეობა), მთა-მდელოს ნიადაგებში გამოირჩევა ორი სახესხვაობა, სუბალპიური და ალპიური მიწის ნიადაგები, რომელიც გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.
მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადებია-ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა,იფარი, ხაიშურა და სხვ. მდინარე ენგურის სიგრძე 213 კმ-ია, აუზის ფართობი კი 4060 კმ2 . ადმინისტრაციულ ერთეულში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 285 კვ.კმ-ს.
2012 წლის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მოსახლეობა, შეადგენს 13190 კაცს, ლტოლვილების ჩათვლით კი 15 677კაცს, აქედან ქალაქის მოსახლეობა არის 2 780, ხოლო დანარჩენი სოფლად ცხოვრობს. მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა, 14 თემი და 142 დასახლებული პუნქტი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა დაახლოებით 5 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) 13-ჯერ ჩამოუვარდება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიდან მიღებული მოგება, საჯარო სამსახურები, ტურიზმი და სატყეო მეურნეობა. მესტიის მუნიციპალური ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს შეადგენს. გამგეობაში არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია მუნიციპალიტეტში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა. ეს სექტორები ნაწილობრივ შეიცვალა. ამის მიზეზი ძირითადად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები იყო.


ბრძანება "მესტიის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან