მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  881 კმ²
მოსახლეობა - 44700
ვებ-გვერდი: www.martvili.ge


მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 88 060 ჰა-ს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 37 613 ჰექტარი, ხოლო 53 000 ჰა ტყეებს უჭირავს. ადმინისტრაციულ ერთეულს ესაზღვრება ჩრდილოეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ცაგერისა და ხონის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები. მარტვილის მუნიციპალიტეტი ხასიათდება მრავალფეროვანი რელიეფით. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი კოლხეთის ბარის ვაკესა და მთისწინეთს უჭირავს, ხოლო ჩრდილეთ ნახევარი მთაგორიანია. ჰავა ნოტიო- სუბტროპიკულია. იცის თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული და რბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 120С-ია, მთიან ზონაში კი ჰაერის ტემპერატურა ნაკლებია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური, აბაშისწყალი და ცხენისწყალი. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 47 350 კაცს, აქედან ქალაქის მოსახლეობა არის 6 700 კაცი, ხოლო სოფლად ცხოვრობს 40 650 კაცი. ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებული კონფლიქტების შედეგად მუნიციპალიტეტში დასახლდა 3 117 იძულებით გადაადგილებული პირი. მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 20 სოფელი 74 დასახლებით. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 57 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) ოდნავ ჩამოუვარდება. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ქონების გადასახადი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს ასევე უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა: მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა. თუმცა ასევე ფუნქციონირებდა მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, კერძოდ საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, ხის დამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოები. 


ბრძანება "მარტვილის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან