მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  935 კმ²
მოსახლეობა - 126300
ვებ-გვერდი:  www.marneuli.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

მარნეულის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობია 85 861 ჰა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ბოლნისის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილო- აღმოსავლეთით გარდაბანის, ჩრდილოეთით თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები. მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ზომიერად მშრალი სუბტროპიკული თბილი სტეპების ჰავა. ზაფხული ცხელი იცის, ხოლო ზამთარი რბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა 0°C-0,3°C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის - 24°C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 490-550 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი კი დეკემბერში მოდის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი ხშირია. აღმოსავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე მტკვარი. სხვა დიდი მდინარეებია მტკვრის შენაკადები ხრამი და ალგეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ტბები არ გვხვდება.
მუნიციპალიტეტში 18 დასახლებული პუნქტია, სადაც 2012 წლის მონაცემებით 128 000 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის ქალაქის (ქ. მარნეულის) მოსახლეობა შეადგენს 28 000 ადამიანს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 100 000 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 33 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ბიუჯეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა და მეცხოველეობა), ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოები, საყოფაცხოვრებო (ორგანული) ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები და მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობს და საყოფაცხოვრებო მომსახურება). მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 13 452 000 ლარს შეადგენს. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა სოფლის მეურნეობა (დასაქმებულია მოსახლეობის 80%), გადამამუშავებელი საწარმოები, მცირე ბიზნესი და საჯარო სამსახურები. ისტორიულად მოსახლეობის ძირითად შემოსავალს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავება.


ბრძანება "მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან