ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  1344 კმ²
მოსახლეობა - 9000
ვებ-გვერდი: www.lentekhi.ge


ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო– დასავლეთ ნაწილში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 134 444 ჰა–ს. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 22 536 ჰა უკავია, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულის 64 % ტყითაა დაფარული და მისი საერთო ფართობი 85 000 ჰა–ს შეადგენს. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება: ონის, ამბროლაურის, მესტიის, ცაგერის მუნიციპალიტეტები და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. ტერიტორიული ერთეულის ფარგლებშია კავკასიონის თავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, მუნიციპალიტეტი შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 8 544 კაცს შეადგენს. აქედან ქალაქში 650 კაცი ცხოვრობს, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 8 %, სოფლად კი 7 894 (92%) კაცია დასახლებული. მუნიციპალიტეტში სულ 56 დასახლებაა, 55 სოფელი და ერთი ქალაქი – მესტია, რომელიც მუნიციპალური ცენტრია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 6 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) 10-ჯერ ჩამოუვარდება.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა; ხე–ტყის დამზადება–დამუშავება; უცხოეთიდან გამოგზავნილი დახმარებები და სოციალური დახმარებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერების ჩათვლით 4 820 400 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს გამოთანაბრებითი ტრანსფერები, გადასახადები და ტყის რესურსები. გამოკითხულთა მოსაზრებით, ადრე მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობის ფერმები), ადგილობრივი მრეწველობა, დარიშხანის წარმოება, სამკერვალო ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი სექტორები, უკანასკნელ წლებში, რადიკალურად შეიცვალა, რაც განაპირობა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიური ფორმაციის შეცვლამ. 


ბრძანება "ლენტეხის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან