ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  533 კმ²
მოსახლეობა - 38900
ვებ-გვერდი: www.lanchkhuti.org.ge


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 18 კმ-იანი სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით - სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით - ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით-ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 53 300 ჰა-ს. აქედან სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს უკავია 23 369 ჰექტარი. ამას გარდა, კოლხეთის ეროვნული პარკის 15 000ჰა ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაშია. ტერიტორიული ერთეულის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვა, საიდანაც ჰაერის მასას უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს. ზღვის გავლენით, ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1 400 მმ-ს აღწევს. ყველაზე მეტი ნალექიანობით აგვისტო და ნოემბერი ხასიათდება. ადმინისტრაციულ ერთეულში მიედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია ტბებით, ესენია: იმნათის ტბა, ჯაპანას ტბა და სხვები.
2012 წლის მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 40 500 კაცს, საიდანაც 8 300 კაცი ქალაქად ცხოვრობს, ხოლო 32 200 კაცი სოფლად. მუნიციპალიტეტში 57 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 76 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) ოდნავ აღემატება. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა, მშენებლობა და ტრანსპორტი. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები).
მუნიციპალიტეტს აქვს 2007 წელს შემუშავებული ეკონომიკური განვითარების 5 წლიანი გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტურიზმი. ამას გარდა, ტყეო მეურნეობის საფუძველზე დამატებით შესაძლებელიასამონადირეო და სანერგე მეურნეობების განვითარება, თუმცა სტრატეგიულ დოკუმენტებში ეს ასახული არ არის.


ბრძანება "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან