ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  890 კმ²
მოსახლეობა - 50200
ვებ-გვერდი: www.lagodekhi.org.ge
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ფართობი შეადგენს 89 348ჰა-ს. აქედან სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს უკავია 38 979 ჰა, ანუ მთლიანი ტერიტორიის 44%; ტყეებს კი უკავია 41 162 ჰა (46%). ადმინისტრაციულ ერთეულს აღმოსავლეთით საზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°C. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-იდან 1 080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული, ნალექების წლიური მოცულობა კი 1200-1800 მმ-ს აღწევს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ზედაპირული და გრუნტის წყლებით. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოედინება გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. ალაზნის სიგრძე 390 კმ-ია, აუზის ფართობი კი 11 800 კმ2 , სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი.
2012 წლის მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 52 100 კაცს, აქედან ქალაქში ცხოვრობს 4500 კაცი, ხოლო სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 91% (47 600 კაცი). მუნიციპალიტეტში 64 დასახლებაა, აქედან 1 ქალაქია და 63 სოფელი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 58 კაცი/კმ2 , რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) ოდნავ ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ვაჭრობა და წარმოების განვითარება. ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით, მუნიციპალური ბიუჯეტი შეადგენს 11 400 000 ლარს. სამუშაო ჯგუფის მიერ მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროებად დასახელდა: სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. 



უკან