კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი

ფართობი -  803 კმ²
მოსახლეობა - 52600
ვებ-გვერდი: www.kaspi.org.ge


კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში. მისი ფართობი შეადგენს 80 316 ჰა-ს, საიდანაც 53% (42 757ჰა) სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს უჭირავს, 38% (30 523 ჰა) კი ტყეებს. კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - დუშეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული ჰავაა, ზაფხული გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა 11.40C-ია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედაპირული წყლები წარმოდგენილია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზით. მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა, რომლის სიგრძეა 1 515 კმ, ხოლო აუზის ფართობი 188 000კმ2-ია. ადმინისტრაციულ ერთეულში არსებობს ხელოვნური წყალსაცავი “ნადარბაზევი”.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 53 000კაცს. ადმინისტრაციულ ერთეულში 72 დასახლებული პუნქტია, მათ შორისაა 1 ქალაქი და 71 სოფელი. ქალაქში დასახლებულია 15 900 კაცი, რაც მთლიანი მოსახლეობის 30%-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 65 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) უტოლდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავალების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ხელფასი და პენსია. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის პრიორიტეტებია გზების, სასმელი წყლის, გარე განათების, მრავალსართულიანი და ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ამასთან საკანალიზაციო სისტემის გაკეთება.


ბრძანება "კასპის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან