თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1095 კმ²
მოსახლეობა - 71000
ვებ-გვერდი:


თელავის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

თელავის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საზღვრავს დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ- დასავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. თელავის მუნიციპალიტეტის ფართობია 197 569 ჰა. აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 33 156 ჰა უკავია. მუნიციპალიტეტის მიწების დიდი ნაწილი უჭირავს ფართოფოთლოვან ტყეებს. მუნიციპალიტეტის ჰიდროლოგიური ქსელი წარმოდგენილია მდ. ალაზნით და მისი შენაკადებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ალაზნის ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C, ნალექების რაოდენობა 700-800 მმ წელიწადში.
2012 წლის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 71 200 კაცს, აქედან ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 19 400 კაცს, სოფლად კი ცხოვრობს 51 800 კაცი. მუნიციპალიტეტში 23 დასახლებაა, მათ შორის 22 სოფელი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 36 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და მომსახურების სფერო. მუნიციპალური ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით შეადგენს 15 387 300 ლარს. გამგეობის თანამშრომლები თვლიან, რომ წამყვანი ეკონომიკური დარგი შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, რადგანაც მუნიციპალიტეტში დიდია სახნავ-სათესი და სათიბ-საძოვარი მიწების ფართობი. ამას გარდა, მათი მოსაზრებით სატყეო მეურნეობის ბაზაზე შესაძლებელი ტურიზმის განვითარებაც, კერძოდ სანადირო მეურნეობების და ტურების მოწყობა.


ბრძანება "თელავის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"

 



უკან