თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1175 კმ²
მოსახლეობა - 27700
ვებ-გვერდი: www.tetritskaro.ge


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. მისი ფართობია 117 446 ჰა. მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება ბოლნისის, აღმოსავლეთით გარდაბანის და მარნეულის, დასავლეთით წალკის და დმანისის, ჩრდილოეთით კასპის და მცხეთის მუნიციპალიტეტები. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება. აქ გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12°C-ია (ბარში) 2°C-მდე (მთაში) მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა უდრის 0°C-ს ბარში და -10°C მთაში, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის, ჰაერის ტემპერატურა უდრის 15°C მთაში და 24°C ბარში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-იდან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ), ხოლო მინიმუმი – დეკემბერში (30 მმ).
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი მდ. მტკვრის აუზს მიეკუთვნება. სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხრამი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 22 კმ-ია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალგეთი. მდინარე ალგეთის შუა დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ იყენებენ. ბედენის პლატოზე არის რამდენიმე მცირე ტბა.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 27 600 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 88 დასახლებული პუნქტია (მათგან 6 პუნქტი დაცლილია). მათ შორის 1 ქალაქია. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 4 200 ადამიანს, ხოლო სოფლის - 23 400 ადამიანს. ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს საკმაოდ ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 4 300 000 ლარი. ეკონომიკის ძირითადი სექტორებია სოფლის მეურნეობა და მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება). წარსულშიც ძირითადი შემოსავლები უზრუნველყოფილი იყო სოფლის მეურნეობით, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებით და ქვის მოპოვება-დამუშავებით. 


ბრძანება "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან