ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 423 კმ²
მოსახლეობა - 175000
ვებ-გვერდი: www.zugdidi-sakrebulo.ge


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მისი ფართობი შეადგენს 66 200 ჰა-ს, საიდანაც 35 740 ჰექტარი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო 9 200 ჰა ტყეებს. ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (გალის რაიონი), ჩრდილოეთით და ჩრდილო–აღმოსავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ჩხოროწყუს, სამხრეთით კი ხობის მუნიციპალიტეტი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჰავა ნოტიო-სუბტროპიკულია. ზაფხული ცხელი იცის, ზამთარი - თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13,70C, წლის ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +22,70C-ია, ხოლო ყველაზე ცივი თვის, იანვრის - (+)4,90C. ნალექების წლიური რაოდენობა 1 600 მმ-ს აღწევს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: ჩხოუშია, კუჩხობონი, სინწა და ენგური. ეს უკანასკნელი ელექტროენერგიის გენერაციისთვის გამოიყენება.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დევნილთა ჩათვლით შეადგენს 161 400 კაცს, რომლებიც 59 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს. აქედან ქალაქის მოსახლეობა 64 600 კაცია. მოსახლეობის სიმჭიდროვეა დაახლოებით 244 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) თითქმის 4-ჯერ აღემატება. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და დასუფთავების მოსაკრებელი; მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროები კი არის სოფლის მეურნეობა, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა, მეციტრუსეობა, მევენახეობა, მეაბრეშუმეობა), გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები) და მრეწველობა (ფაიფურის ქარხანა, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ხის დამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოები). მუნიციპალიტეტს აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და ტურიზმი. 


ბრძანება "ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან