ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 423 კმ²
მოსახლეობა - 75400
ვებ-გვერდი: www.zestaphoni.com 


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი ტერიტორია შეადგენს 42 300ჰა–ს. აქედან სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს 19 200 ჰექტარი უკავია, ტყეს კი 16 500 ჰა ფართობი უჭირავს. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტები. ადმინისტრაციული ერთეულის რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილის სიმაღლე ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს, ხოლო სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილ-ადგილ სიმაღლე 1 088 მეტრს აღწევს. დაბლობში ნიადაგი ალუვიულია, შემაღლებულ ადგილებში კი სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ყვირილა, ძირულა, ჩოლაბურა, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარე ყვირილას ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ზესტაფონი. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი კი შეადგენს 3630 კმ²-ს.
მუნიციპალიტეტის დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი აქ შედარებით ცივი იცის, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14OC. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვარის, ტემპერატურაა 3,7- 4,3 OC, ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი კი 24OC-ია. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა შედარებით დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობაა 1 190 მმ/წელიწადში.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 75 700 ადამიანს. ტერიტორიულ ერთეულში 59 დასახლებაა, მათ შორის 1 ქალაქია, სადაც ცხოვრობს 24 200 კაცი, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 32%–ია. სოფლად კი 51 500 (68%) კაცია დასახლებული. საშუალოდ ერთ სოფელზე 888 ადამიანი მოდის. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 179 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) თითქმის 3- ჯერ აღემატება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხ ძირითად წყაროდ დასახელდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა და საბიუჯეტო სექტორი. 


ბრძანება "ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან