ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 557 კმ²
მოსახლეობა - 33 800
ვებ-გვერდი: www.imereti.gov.ge.vani


ვანის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა 

ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის დაბლობსა და მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მისი ტერიტორია 56 200ჰა–ია, აქედან 19 258ჰა სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს უჭირავს, მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთაგორიანია. მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.
მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,9°C, წლის ყველაზე ცივი თვის,იანვრის, ტემპერატურა 4,1°C-ია,ყველაზე თბილის, ივლისის, კი 23,4°C. ადმინისტრაციულ ერთეულში ნალექების საშუალო რაოდენობაა 1380 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში.. ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სულორი, ყუმური, წაბლარისწყალი და სხვები. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს თერმული წყლების საბადოები.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 33 800 ადამიანს შეადგენს. ადმინისტრაციულ ერთეულში 42 დასახლებაა, აქედან ერთი ქალაქია, სადაც დასახლებულია 4 400 კაცი, მთელი მოსახლეობის 13%, ხოლო სოფლად ცხოვრობს 29 400 (87%) კაცი. საშუალოდ ერთ სოფელში 717 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა დაახლოებით 60 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) თითქმის უტოლდება.
მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, სოციალური პაკეტი, უცხოეთიდან გზავნილები და ვაჭრობა. 


ბრძანება "ვანის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"

 

 



უკან