დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1199 კმ²
მოსახლეობა - 28 500
ვებ-გვერდი: www.dmanisi.com.ge


დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონს მიეკუთვნება. მისი ფართობია 119 880 ჰა. დმანისის ადმინისტრაციულ ერთეულს დასავლეთით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთით წალკის, აღმოსავლეთით ბოლნისის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი - სომხეთის რესპუბლიკა. დმანისის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ცივი ზამთრით და თბილი ზაფხულით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა -100C, წლის ყველაზე თბილი თვის, ივლისის საშუალო ტემპერატურა +150C-დან +250C-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია გვალვიანობა. ნალექების რაოდენობა წელიწადში 650-800 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მაისის თვეში მოდის, მინიმალური - დეკემბერში. ზაფხულის თვეებში ხშირია კოკისპირული წვიმა და ელჭექი, რომელსაც ხშირად თან ახლავს სეტყვა. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მაშავერა, რომლის მთლიანი სიგრძეა 66 კმ, საშუალო წლიური წყლის ხარჯი 8 მ3/წმ-ში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო საზღვართან ჩამოედინება ხრამი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მცირე ტბებიც.
მუნიციპალიტეტში 56 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია. 2012 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 27 600 ადამიანს. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3 600 კაცს, ხოლო სოფლის - 24 000 კაცს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით 90% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. 


ბრძანება "დმანისის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან