გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 846 კმ²
მოსახლეობა - 70 000
ვებ-გვერდი: www.gurjaani.ge


გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

გურჯაანი მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის მხარეში. ადმინისტრაციულ ერთეულს დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სიღნაღის, ჩრდილო-დასავლეთით თელავის, ჩრდილოეთით ყვარლის აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. მისი ფართობი შეადგენს 84 920 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 39 430 ჰა უკავია, ხოლო ტყით დაფარული საერთო ფართი შეადგენს 27 730 ჰა-ს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0.9°C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი - 23.6°C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა ტერიტორიის დიდ ნაწილში 800 მმ-მდეა, ხოლო ზეგნისკენ 500-600 მმ-მდე მცირდება. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალაზანი, მცირეწყლიანი მოკლე შენაკადებით (ჭერმისხევი, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა, სხვა).
2012 წლის მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 76 200 კაცს. მუნიციპალიტეტში 31 დასახლებაა. მათ შორის ერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაა 10 000 კაცი, სოფლად კი 66 200 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 90 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ,კმ) აღემატება. მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროებად დასახელდა: საბიუჯეტო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი.

ბრძანება "გურჯაანის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"


 



უკან