გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 2327 კმ²
მოსახლეობა -144000
ვებგვერდი: www.gorimunicipality.ge 


გორის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

გორის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს და რეგიონში ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. მისი ფართობი შეადგენს 232 770 ჰა -ს, რაც შიდა ქართლის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ია. ადმინისტრაციულ ერთეულს ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, აგრეთვე კასპის, ბორჯომის, წალკის და ქარელის მუნიციპალიტეტები. გორის მუნიციპალიტეტში ზომიერი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 10.90C-ია, წლის ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა -1.20C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს ტემპერატურაა 22.30C. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში შეადგენს 585 მმ-ს, მაქსიმალური ნალექის რაოდენობა მაისში მოდის 76 მმ, ხოლო მინიმალური აგვისტოში (34 მმ) და იანვარში (30 მმ). გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედაპირული წყლების წარმოდგენილია მდინარეებით: მტკვარი, ლიახვი, ტანა და თეძამი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ვულკანური წარმოშობის ტბა ნადარბაზევი.
ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით, შეადგენს 146 100 კაცს. მუნიციპალიტეტში 21 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი (გორი) და 20 სოფელი. ქალაქში ცხოვრობს 51 719 კაცი, რაც მთელი მოსახლეობის 35%-ია, ხოლო სოფლის მოსახლეობა შეადგენს 94 381 კაცს, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 65% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 62 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) თითქმის უტოლდება.
2012 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 44 300 ლარი შეადგინა. მოსახლეობის შემოსვლების ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ხელფასი სახელმწიფო სამსახურებიდან და პენსია. მოსახლეობის ძირითად შემოსავლებს წარსულში უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და მრეწველობა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარება.


ბრძანება "გორის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან