გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1304 კმ²
მოსახლეობა - 98000
ვებ-გვერდი: www.gardabani.ge 


გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონს მიეკუთვნება. მისი ფართობია 160 900 ჰა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართობია 66 525ჰა, (41%). მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ჩრდილოეთით მცხეთის, აღმოსავლეთით საგარეჯოს, დასავლეთით თეთრიწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი აზერბაიჯანის რესპუბლიკა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს. ბარში ზომიერად თბილი ველის ჰავაა, ცხელი ზაფხულით, მთაში კი ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°C-იდან 6°C-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,3°C-იდან -5°C- მდეა, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის 25°-იდან 11°-მდე. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 420 მმ-მდეა. გარდაბანის მუნიციპალიტეტის საზღვართან ჩამოედინება მდ. მტკვარი, ხოლო ტერიტორიის შიდა ნაწილში ძირითადად პერიოდული ხასიათის მდინარეები გვხვდება. ესენია: ლოჭინი, არხაშენი, ნაგუბი, ხევძმარი, ორხევი, ნავთისხევი და სხვა.
2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 99 700 კაცს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 2 დაბა და 39 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 16 200 ადამიანს, ხოლო სოფლის - 83 500-ს ადამიანს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85% სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 67 კაცი/კმ2 ,რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) უტოლდება. მუნიციპალიტეტის შემოსავლებს უზრუნველყოფს: მრეწველობა (ელ.ენერგიის წარმოება - 26%, გადამამუშავებელი მრეწველობა - 6,4%), მშენებლობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა და საჯარო სამსახურები. 2012 წლის ადგილობრივმა ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 22 მლნ ლარი შეადგინა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა სოფლის მეურნეობა (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა), მცირე ბიზნესი (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურეობა) და საჯარო სამსახურები.


ბრძანება "გარდაბნის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან