ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1189 კმ²
მოსახლეობა - 32000
ვებ-გვერდი: www.borjomi.org.ge


ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ადმინისტრაციულად იგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიკუთვნება და ესაზღვრება ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ხაშურის, წალკის, ხარაგაულის და გორის მუნიციპალიტეტები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 800–1000 მეტრის ფარგლებში იცვლება. რელიეფი უმეტესად მთიანია. მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობია 118 900 ჰა, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 46 000 ჰა (39%) უჭირავს, 68 033 ჰა (57%) კი ტყითა დაფარული. ტყეების დიდი ნაწილი ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკს მიეკუთვნება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჰავა გარდამავალია კონტინენტურ-სუბტროპიკულსა და ზღვის სუბტროპიკულს შორის. ზამთარი აქ ცივი იცის, ზაფხული - თბილი და ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 9.1°C-ია, წლის ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა (-)6°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი - 14-18°C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 550-800 მმ/წელიწადში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეებსა და ტბებს საერთო ჯამში 1 141 ჰექტარი უჭირავთ. ბორჯომი ცნობილია სამკურნალო თერმულ–მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტს კვეთს მდ. მტკვარი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები (ბორჯომულა, გუჯარულა, ყვიბისისწყალი, ნეძვისწყალი, ბაკურიანისწყალი და სხვა).
2012 წლის მდგომარეობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 31 800 კაცს შეადგენს. აქედან ქალაქად ცხოვრობს 14 450 კაცი (46 %). მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 27 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 33 დასახლებული პუნქტია, აქედან ოთხი ურბანული დასახლებაა (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალდაბა და წაღვერი). მოსახლეობის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: სოფლის მეურნეობა, საკურორტო-ტურისტული მეურნეობა, მეწარმეობა (ბორჯომის მინერალური წყლების ჩამოსხმა, ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო, პურის და ნამცხვრის საცხობი და სხვა), დასაქმება საბიუჯეტო თუ კერძო სექტორებში და პენსია.


ბრძანება "ბორჯომის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან