ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 804 კმ²
მოსახლეობა - 78000
ვებ-გვერდი: www.bolnisi.gov.ge


ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ცენტრალ ნაწილშია განთავსებული. მას აღმოსავლეთით მარნეულის, დასავლეთით - დმანისის, ჩრდილოეთით - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები საზღვრავს, სამხრეთით კი სომხეთის რესპუბლიკა ესაზღვრება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფართობია 80 692 ჰა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე - გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით. ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; ხოლო მთისწინეთში განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 120C შეადგენს. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი - 23,3°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს, ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბა.
გამგეობის 2012 წლის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 78 700 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კვ. კმ-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს.. მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა (მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, კვარციტის საწარმო, ღვინის ქარხნები), მცირე მეწარმეობა (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 22 000 000 ლარი. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება- დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება.


ბრძანება "ბოლნისის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან