თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქი ბათუმი თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

ფართობი - 19,4 კმ²
მოსახლეობა - 122, 5 ათასი
ვებ-გვერდი: www.batumi.ge


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ქალაქი ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი გაშენებულია ბუნებრივ ყურეში, ზღვის დონიდან 5 მ-ზე. მისი ფართობია 35 640ჰა. 2012 წლის მდგომარეობით ქალაქ ბათუმის მოსახლეობა შეადგენს 125 800 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 353 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ.კმ) 5-ჯერ აღემატება. ბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. აქ იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა 7,1°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, 23,2°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 2 560 მმ-ია, შესაბამისად ქალაქში ხშირია წვიმები. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.
ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმის პარკის ნაწილია. ქალაქში არის ხელოვნურად გაშენებული პარკები და ციტრუსოვანთა ნარგავები, ასევე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქი ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტია და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქის მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა მრეწველობა, ბიზნესი, მშენებლობა და მცირე ბიზნესი. ქალაქის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს ტურისტული ბიზნესი, მშენებლობა, ვაჭრობა და საჯარო სამსახური. წარსულში ქალაქის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა მრეწველობა. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, შემოსავლის ძირითადი სექტორები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გამო შეიცვალა.
 



უკან