ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 825 კმ²
მოსახლეობა - 12900
ვებ-გვერდი: www.aspindza.ge


ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა    

ასპინძის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 82 758 ჰა-ს, რაც რეგიონის ტერიტორიის 12,9%-ია. ადმინისტრაციული ერთეული მოიცავს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ მონაკვეთს. ეს ტერიტორია გორიანია, ძლიერ დანაწევრებული რელიეფით. რელიეფის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200–1800 მ ფარგლებში იცვლება და წარმოდგენილია ვაკისებრი ტერასებით, გორაკ– ბორცვებით და ვულკანური წარმოშობის მთებით. ასპინძის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ახალქალაქის პლატო აკრავს. დასავლეთით ახალციხის, ჩრდილოეთით – ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ხოლო სამხრეთით – თურქეთის რესპუბლიკას ესაზღვრება.
მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში მთის სტეპის ჰავაა განვითარებული. ამ ზონაში საშუალო წლიური ტემპერატურა 9°C-ია, წლის ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურაა -2°C, ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი კი - 20°C. ზედა ზონაში ასევე მთიანეთის სტეპის ჰავაა, თუმცა უფრო მკაცრი. 1 250 მ-მდე სიმაღლის ზონაში ნალექების რაოდენობა 500-580 მმ-ია წელიწადში, უფრო ზევით კი მეტი ნალექი მოდის.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი და მისი შენაკადები ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს წუნდის ტბა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 57 644 ჰა უჭირავს, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 70%-ია. 15 900 ჰა (19%) კი ტყეებითაა დაფარული.
2012 წლის მდგომარეობით, ასპინძის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა 13 100 კაცს შეადგენს (Geostat). მუნიციპალურ ცენტრში (ქ. ასპინძა) ცხოვრობს 3200 კაცი (24,9%), 23 სოფლის მოსახლეობა კი 9900 კაცია (75,1%). მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 16 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი, ხელფასები (სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მოსახლეობა) და სოციალური დახმარების პაკეტი (პენსია).


ბრძანება "ასპინძის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან