ახმეტის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 2208 კმ²
მოსახლეობა - 42000
ვებ-გვერდი: www.myakhmeta.ge  


ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ახმეტის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მისი ფართობი შეადგენს 220 700 ჰა-ს, აქედან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 80 266 ჰა უკავია, მუნიციპალიტეტის 91200 ჰა კი ტყითაა დაფარული. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. ტერიტორიული ერთეულია დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ნალექების წლიური მოცულობა 770-820 მმ-ის ფარგლებშია. ზღვის დონიდან 700-1200 მ ზონაში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა 1 200-2 000 მმ-ია. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა (-)3°C, ხოლო ივლისის - 22°C. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე განვითარებულია ტენიანი ჰავა, ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით; ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 1500-1700 მმ-ს აღწევს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური ქსელი ძალზე ხშირია. ამ ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახასიათოა მთის სწრაფი მდინარეები. მუნიციპალიტეტის მდინარეები წარმოდგენილია პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის აუზით. 2012 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 42 400 კაცს. აქედან ქალაქში ცხოვრობს 8 500 კაცი, ხოლო სოფლად - 33 900 კაცი. მუნიციპალიტეტში 62 დასახლებაა, აქედან ერთი ქალაქია. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 19 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) საგრძნობლად ჩამოუვარდება. ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: დასაქმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი. 


ბრძანება "ახმეტის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან