ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი


ფართობი - 799 კმ²
მოსახლეობა - 20700
ვებ-გვერდი: www.adigeni.ge


ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

ადიგენის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციულ ერთეულს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ახალციხის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად საშუალო და მაღალმთიანია. მისი ფართობი შეადგენს 79 953 ჰა-ს, რომლის 42% სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს და 47% კი ტყეების. ტყის ნაწილი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში შედის.
მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა. ზამთარი აქ ცივია, ზაფხული კი თბილი და ხანმოკლე. საშუალო წლიური ტემპერატურა 6,4-8,0°C-ია. ნალექების რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია, ნალექების მაქსიმუმი ივნისში იცის, მინიმუმი კი დეკემბერში.
2012 წლის მდგომარეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 20 900 კაცს შეადგენს, აქედან მუნიციპალურ ცენტრში დაბა ადიგენში ცხოვრობს 3 100 (15 %) კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 26 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ2 ) საკმაოდ ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტში 57 დასახლებაა, მათ შორის ორი ურბანულია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის 4 ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, მცირე საწარმოები, სატყეო მეურნეობა, დასაქმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, ასევე პენსია. კერძო სექტორი ძირითადად მომსახურეობის სფეროთია წარმოდგენილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლების და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 4 853 400 ლარი შეადგინა. ადგილობრივ საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს სატყეო, სოფლის მეურნეობის და მომსახურების სფეროს სექტორები. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ საგზაო და 2- 13 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, სარწყავი არხების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, სამაშველო რაზმის ტექნიკით უზრუნველყოფა. არსებობს სატყეო სექტორის განვითარების პოტენციალიც.


ბრძანება "ადიგენის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან