აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი


ფართობი - 322,5 კმ²
მოსახლეობა - 27800
ვებ-გვერდი: www.abasha.ge 
 

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის აღწერა

აბაშის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში,ზღვის დონიდან 20-50 მ-ზე. მისი ფართობი შეადგენს 32 050 ჰა-ს. ადმინისტრაციულ ერთეულს ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ხონისა და სამტრედიის, სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის მუნიციპალიტეტები.
მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა 140C, წლის ყვეზე ცივი თვის,იანვრის, ტემპერატურაა 4,90C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, ივლისის, 22,90C. ტერიტორიულ ერთეულში ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
მუნიციპალიტეტი მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის“ ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 40 სოფელი.
27 700 კაცს, აქედან ქალაქის მოსახლეობა არის 6 400 კაცი, ხოლო დანარჩენი, 21 300 კაცი,სოფლად ცხოვრობს. რუსეთ- საქართველოს შორის, ბოლო წლებში განვითარებული კონფლიქტების შედეგად ,ამ რიცხვს დაემატა 2 500 ლტოლვილი. რის შედეგადაც გამგეობის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა გახდა 30 200 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 94 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ2) აღემატება.
მუნიციპალიტეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ქონების გადასახადი და მომსახურეობის სფერო-ტრანსპორტი. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი, როგორიცაა:მეცხოველეობა, მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეხილეობა; გადამამუშავებელი მრეწველობა: ჩაის ფაბრიკა,ეთერზეთების ქარხანა, საკონსერვო ქარხნები; რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მრეწველობა: ხის დამამუშავებელი და ავეჯის დამამზადებელი საწარმოები; საფეიქრო საწარმო, მექანიკური ქარხანა, საამშენებლო მრეწველობის ქარხანა. ეს სექტორები სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ნაწილობრივ შეიცვალა. ამის მიზეზი ძირითადად ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები იყო. ამჟამად, მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებიდან მიღებული მოგება, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. 

ბრძანება "აბაშის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ"



უკან