მერების შეთანხმება საქართველოში

  • მერების შეთანხმება

    მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

    2008 წელს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგო პაკეტის მიღების შემდეგ ევროკომისიის ინიციატივით შეიქმნა მერების შეთანხმება რათა წაეხალისებინა და დახმარება გაეწია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში.

  • შეთანხმების ხელმომწერნი

    შეთანხმება აერთიანებს უამრავ ხელმომწერს, რომელნიც თავის მხრივ წარმოადგენენ ნებისმერი ზომის დასახლებულ ტერიტორიას, იქნება ეს პატარა სოფელი თუ დიდი მეტროპოლისი.  ხელმომწერნი უერთდებიან შეთანხმებას ნებაყოფლობით საფუძველზე და იღებენ ვალდებულებას შეასრულონ მდგრადი ენერგო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის ამოცანის გადაჭარბებით შესრულებას ენერგო ეფექტურობის ზრდისა და განახლებადი ენერგო წყაროს განვითარების გზით.

    შეთანხმების ხელმომწერნი იწყებენ ნახშირორჟანგის გაფრქვევების საბაზისო კადასტრის მომზადებას და შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში წარადგენენ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახული იქნება მათ მიერ განსახორციელებლი ძირითადი ღონისძიებები.

    ენერგიის დაზოგვის გარდა, ხელმომწერები შემდეგ სახის შედეგებსაც აღწევენ: კვალიფიციური და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ზრდა, ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

  • შეთანხმების კოორდინატორები

    მართალია, შეთანხმებაზე ხელის მოწერის პოლიტიკურ ნებას სულ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი გამოთქვამს, ზოგ მათგანს ყოველთვის შეიძლება არ ჰქონდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსები. ამიტომ შეთანხმების ფარგლებში საგანგებო სტატუსი მიენიჭა ისეთ სახელმწიფო ადმინისტრაციებს, ე.წ. კოორდინატორებს და სამთავრობო ქსელებს, ე.წ. მხარდამჭერებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელის მომწერი ქალაქების დახმარება მათი ამბიციური მიზნების მიღწევაში.
    შეთანხმების კოორდინატორები არიან სახელმწიფო ადმინისტრაციები, რომლებიც სტრატეგიულ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მერების შეთანხმების ხელის მომწერ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიკაცია და/ან რესურსები საჭირო მოთხოვნების შესასრულებლად. არსებობს შეთანხმების კოორდინატორების ორი ტიპი: ტერიტორიული კოორდინატორები - დეცენტრალიზებული ხელისუფლება, როგორიცაა რეგიონები, მხარეები ან ადგილობრივი თვითმმართველობების ჯგუფები  და ნაციონალური კოორდინატორები - ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულებები, როგორიცაა ენერგეტიკის სახელმწიფო სააგენტოები და/ან სამინისტროები.

  • შეთანხმების მხარდამჭერები

    შეთანხმების მხარდამჭერები არიან ადგილობრივი მთავრობების ევროპული, ადგილობრივი და რეგიონული ქსელები და ასოციაციები, რომლებიც მერების შეთანხმების ინიციატივის სტიმულირებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელის მომწერთა დახმარებას ცდილობენ აქტიური ლობირებით, კომუნიკაციითა და კავშირების დამყარებით.

  • მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმები

    მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა (მესგ) არის ძირითადი დოკუმენტი, სადაც მერების შეთანხმების ხელმომწერი აღწერს 2020 წლისათვის ნახშირორჟანგის შემცირების მისეულ გზებსა და საშუალებებს. სამოქმედო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრავს დასახული მიზნის მისაღწევად გასატარებელ ღონისძიებებსა და ზომებს და მათთან დაკავშრებულ დროის განაკვეთსა და უფლება-მოვალეობებს. ხელმომწერნი თავად ირჩევენ მესგ-ის ფორმატს, რომელიც უნდა შეიქმნას მესგ-ის სახელმძღვანელოში მოცემული ძირითადი პრინციპების დაცვით.  

    მერების შეთანხმების მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმების კატალოგში თავმოყრილია ხელისმომწერების მიერ წარდგენილ და/ან ევროკომისიის მიერ მიღებულ ყველა მესგ-ს.